შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს და ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლაშა მ. ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ლაშა მ. თანამზრახველთან ერთად თავს დაესხა ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიას, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გაიტაცეს 265 ლარი, სხვადასხვა მარკის სიგარეტი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).