ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრები ჯერ ვერ შეთანხმდნენ უკრაინის დაფინანსების გეგმაზე, რომელიც 40 მილიარდი ევროს წლიურ დახმარებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ალიანსის სამიტამდე მოკავშირეები გააგრძელებენ ამ საკითხზე პოზიციის კოორდინირებას.
„ამ საკითხზე შეთანხმებას ჯერ ვერ მივაღწიეთ. მაგრამ მე ვმუშაობ და ბევრი მოკავშირე მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე მოკლევადიანი ვალდებულებები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ფინანსური დახმარების საკითხზე. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა გვაქვს ვაშინგტონის სამიტამდე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.