შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტში 100 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სახელმწიფოსა და მთავრობის 57 მეთაური. ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭო ავრცელებს.
„ამ სამიტის ორგანიზებით შვეიცარია უზრუნველყოფს დისკუსიის პლატფორმას, სადაც ყველა დამსწრე სახელმწიფოს შეუძლია თავისი იდეები და ხედვები წარმოადგინოს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. [...] 100 სახელმწიფოსა და ორგანიზაციის მონაწილეობა მთელი მსოფლიოდან ამ პროცესის კარგი საწყისი წერტილია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მშვიდობის გლობალური სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.