ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებისა და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
მასშტაბური აქცია გაიმართა ქალაქ ლიონში. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, სამართალდამცველებმა კი აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.