ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ადენის ყურეში ამერიკელი მეზღვაური მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ჰუსიტებმა სატვირთო გემზე ორი საკრუიზო რაკეტით მიიტანეს იერიში. დაშავებული მეზღვაური სამკურნალოდ სხვა გემზე გადაიყვანეს.
CENTCOM-ის ცნობით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავ, უკრაინული კომპანიის კუთვნილ გემზე იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით CENTCOM-მა გაავრცელა ინფორმაცია ჰუსიტების ორი საპატრულო გემის განადგურების, ერთი წყალზედა ხომალდისა და ერთი დრონის განადგუების შესახებ.