უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს, რომელმაც უნგრეთს მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით აუცილებელი ზომების არგატარების გამო ჯარიმის სახით 200 მილიონ ევროს გადახდა დააკისრა, ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი მართავს.
„ეს გადაწყვეტილება ჯორჯ სოროსის სასამართლომ გამოიტანა. ყველასათვის ცნობილია, რომ „ბრიუსელის ბაბლი“ სავსეა სოროსის ხალხით. ეს ეხება ევროპარლამენტს, ევროკომისიას და სასამართლოს“, - განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, სოროსს აქვს გეგმა - ყოველწლიურად ევროპაში თითო მილიონი მიგრანტი ჩაიყვანოს, საჭიროების შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს კრედიტიც კი გამოუყოს, რათა „შეცვალოს კონტინენტის ტრადიციული ქრისტიანული ევროპული იერი“ და ის „შერეული მოსახლეობის კონტინენტად“ აქციოს
უნგრეთის პრემიერის თქმით, ბუდაპეშტი არ გადახედავს საკუთარი მიგრაციულ პოლიტიკას და არ გადაიხდის ჯარიმას, ხოლო თუ ბრიუსელი უნგრეთს ევროპული ფონდებიდან სახსრებს დაუბლოკავს, „ამასაც შესაბამისი პასუხი მოჰყვება“.
უნგრეთს მიგრაციის პოლიტიკასთან დაკაშვირებით აუცილებელი ზომების არგატარების გამო ჯარიმის სახით 200 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, ყოველდღე, ვიდრე უნგრეთი ზემოაღნიშნულ ზომებს დაამტკიცებს, ჯარიმის თანხას მილიონი ევრო დაემატება.