მადონა თანამედროვეობის კუმირია. მას ბაძავენ და ეთაყვანებიან. თავისი კარიერა მან დაიწყო 37 დოლარით ჯიბეში. ახლა მისი ჰონორარები ასტრონომიულ რიცხვებს აღწევენ. როგორ მიაღწია ასეთ პოპულარობას? ჟურნალისტებმა შეეცადეს მისი ფენომენის ახსნა მისივე სიტყვებით – ამოკრიბეს მადონას სხვადასხვა ინტერვიუებიდან გამონათქვამები საკუთარ თავზე, კარიერასა და მამაკაცებზე.
მადონა საკუთარ თავზე
„სასტიკი და პატივმოყვარე ვარ, ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა. თუ ეს „სტერვად“ მაქცევს, თანახმა ვარ“.
„ყოველთვის ვიცოდი, რომ როგორც ვარსკვლავს ისე უნდა მექცნეოდნენ“.
„საკუთარი თავისთვის ექსპერიმენტი ვარ. მე ხელოვნების ნიმუში ვარ”,
„საკუთარ თავს სერიოზულად არ აღვიქვამ“.
„თქვენ სიმშვიდე გმართებთ, ხოლო მე არავისი არაფერი მმართებს“.
„მე უკვე აღარ მაღელვებს, რომ სხვები ჩემსავით იმოსებიან. ახლა მინდა, რომ სხვები ჩემსავით იაზროვნონ“.
„არ ვიქნები ბედნიერი იქამდე, სანამ არ ვიქნები ღმერთივით ცნობილი“.
მადონა კაცებსა და ოჯახზე
„მეცოდებიან კაცები, რომლებიც მხოლოდ სხვისი თანხმობით სიამოვნებას იღებენ“.
„რატომ ღმერთმა შექმნა კაცი? იმიტომ რომ ვიბრატორი სახლის წინ ბალახს ვერ გაჭრის“.
„ოჯახი ყველაფერია. ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზეა“.
„ლურდესი (მადონას უფროსი ქალიშვილი) მთელი ჩემი ცხოვრების სიყარულია. არ მინდა რომ ძიძები თავს ევლებოდნენ, მინდა ჩვეულებრივ ბავშვად იზრდებოდეს და თავის ტოლებთან ჰქონდეს ურთიერთობა“.
„მე არასდროს არ ვაზროვნებ, როგორც ყველა და მინდა, რომ ჩემი შვილებიც უნიკალურად იაზროვნონ“.
მადონა კარიერასა და პოპულარობაზე
„ის რომ მე ხშირად ვშიშვლდები საჯაროდ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს სულსაც ვაშიშვლებ“.
„ცუდია, რომ როცა ხარ პოპულარული, პირადი ცხოვრების ნაკლებობას განიცდი და არ გაქვს უფლება, დაუშვა შეცდომა, ვინაიდან ყოველდღე შენ გაკვირდებიან, როგორც პეპელას მიკროსკოპის ქვეშ“.
„ხანდახან იმისთვის, რომ სასურველს მიაღწიო, „სტერვა“ უნდა იყო“.
„ასეთი სახელით, მადონა, როგორ ვიქნებოდი სხვა? მე ან მონაზონად გამოვდგებოდი, ან იმად, რაც ახლა ვარ. სხვა ვარიანტები არ მქონდა“.
„მე მინდა იყო ისეთი, როგორც განდი, მარტინ ლუთერ კინგი ან ჯონ ლენონი.. მხოლოდ ცოცხალი“.
„პოპულარობა შეიძლება დამანგრეველი იყოს, ნარკოტიკივით. მას ბედნიერება, სიცოცხლის სრულყოფილება და საკუთარი თავის მნსვნელობის შეგრძნება მოაქვს, მაგრამ არ შეუძლია, ნამდვილი ღირებულებები დაჩრდილოს“.