აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სამიტამდე ნატოელი მოკავშირეები იენს სტოლტენბერგის შემცვლელის კანდიდატურას შეათანხმებენ, - ამის შესახებ აშშ-ში ნატოს ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა.
„ამ საკითხებ მოლაპარაკებები ალიანსის შიგნით უკვე გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ახლა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ივლისის სამიტამდე ჩვენ ამ საკითხზე განცხადებას გავავრცელებთ“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად ნიდერლანდების მოქმედი პრემიერი მარკ რუტე ითვლება, თუმცა მის კანდიდატურას საჯაროდ ეწინააღმდეგება უნგრეთი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა სურს რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსაც, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მან კანდიდატურა უნდა მოხსნას.