ნიკოლ ფაშინიანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის გაყინვის შემდეგ მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ორგანიზაციიდან გასვლა იქნება

ნიკოლ ფაშინიანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის გაყინვის შემდეგ მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ორგანიზაციიდან გასვლა იქნება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) სომხეთის წევრობის გაყინვის შემდეგ მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ორგანიზაციიდან გასვლა იქნება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„როდის მოხდება ეს, ამას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ - შესაძლოა, ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან სამ წელიწადში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ოფიციალური ერევნის ასეთი პოზიცია ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პოლიტიკით არის განპირობებული.

„კუხო-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მონაწილეობდა [მთიანი ყარაბაღის] 44-დღიანი ომის მომზადებაში, მხარს უჭერდა, სჯეროდა და გამარჯვებას უსურვებდა აზერბაიჯანს. ამის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტთან კუხო-ს ფორმატში რაიმე საკითხებზე უნდა ვიმსჯელო? ვიდრე ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იქნება, მე ამ ქვეყანაში აღარ ჩავალ“ - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.