ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: როგორც ჩანს, ბრიუსელელი ბიუროკრატებისთვის უკანონო მიგრანტები საკუთარ ევროპელ მოქალაქეებზე უფრო მნიშვნელოვანია

ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: როგორც ჩანს, ბრიუსელელი ბიუროკრატებისთვის უკანონო მიგრანტები საკუთარ ევროპელ მოქალაქეებზე უფრო მნიშვნელოვანია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღმაშფოთებელი უწოდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც უნგრეთს მიგრაციის პოლიტიკასთან დაკაშვირებით აუცილებელი ზომების არგატარების გამო ჯარიმის სახით 200 მილიონ ევროს გადახდა დააკისრა.

„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (ECJ) გადაწყვეტილება, ევროკავშირის საზღვრების დაცვისთვის უნგრეთის 200 მილიონი ევროთი დაჯარიმების თაობაზე აღმაშფოთებელი და მიუღებელია. როგორც ჩანს, უკანონო მიგრანტები ბრიუსელელი ბიუროკრატებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ევროპელი მოქალაქეები“, - წერს ორბანი X-ზე.

უნგრეთს მიგრაციის პოლიტიკასთან დაკაშვირებით აუცილებელი ზომების არგატარების გამო ჯარიმის სახით 200 მილიონ ევროს გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, ყოველდღე, ვიდრე უნგრეთი ზემოაღნიშნულ ზომებს დაამტკიცებს, ჯარიმის თანხას მილიონი ევრო დაემატება.