აშშ-ში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ტაჯიკეთის 8 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ფილადელფიაში დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ტაჯიკეთის რვავე მოქალაქემ უკანონოდ გადაკვეთა აშშ-ის სამხრეთ საზღვარი.