აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმუშავებს საფრანგეთის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერებთან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებიან ისინი.
„საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. ჩვენ ყოველთვის ვიმუშავებთ იმასთან, ვის არჩევასაც ფრანგი ხალხი გადაწყვეტს“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.
ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას საშუალება ეძლევა საფრანგეთი ჩვეულ გზაზე დააბრუნოს.
Ifop-Fiducial-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35%-ს მიიღებს.