ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო დამთვალიერებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი სახურავზე გაჩნდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტის შედეგად ექსპონატები არ დაზიანებულა.
ვერსალის სასახლე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. მას ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი ათვალიერებს.