ლონდონი - მსოფლიოს დედაქალაქი

ლონდონი - მსოფლიოს დედაქალაქი

„განვითარების ხუთი ძირითადი კრიტერიუმით, ცხოვრების ხარისხითა და საერთაშორისო პროცესებზე გავლენის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი შეიძლება მსოფლიოს დედაქალაქად ჩაითვალოს,“ – ასეთ დასკვნამდე მივიდა ჟურნალი „Intelligent LIfe“, როდესაც ერთმანეთს ამ წოდებაზე წარდგენილი ცხრა პრეტენდენტი ქალაქი შეადარა.

პრეტენდენტთა სია კი ასე გამოიყურებოდა: პეკინი, შანხაი, ტოკიო, დელი, მუმბაი, მეხიკო, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ლონდონი.

ქალაქები ხუთი პარამეტრით ფასდებოდა: ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა, შემოსავალი და კეთილდღეობა, განათლება, კონტაქტები და ეკონომიკური კავშირები, კულტურა.

აღმოჩნდა, რომ რეიტინგის ავტორთა მოთხოვნები სრულად მხოლოდ ლონდონმა დააკმაყოფილა: აქ არის განვითარებული ფინანსური ბაზარი და სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული გლობალური კავშირების დიდი ქსელი...

ნიუ-იორკი ლონდონს მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება – ეკონომიკური ძლიერებითა და პოლიტიკური გავლენით; პეკინს „არ ეყო უცხოელები“ (მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი), რომ ამ ტიტულს დაუფლებოდა. ვაშინგტონს კი, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს მსოფლიოში, ამისთვის ქარიზმა დააკლდა.