ნასამ“ მკვრივი გაზის გადახლართული რგოლი აღმოაჩინა

ნასამ“ მკვრივი გაზის გადახლართული რგოლი აღმოაჩინა

„ნასას“ კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰერშელმა“, რომელიც ინფრაწითელ გამოსხივებაზე მუშაობს, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მკვრივი გაზის გადახლართული რგოლი აღმოაჩინა, რომელიც თავისი ფორმით უსასრულობის მათემატიკურ სიმბოლოს მოგვაგონებს.

აქამდე ასტრონომებს ამ რგოლის მხოლოდ ნაწილის დანახვა შეეძლოთ, რომელიც 600 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული.

ახალმა დაკვირვებებმა საშუალება მისცა სწავლულებს,  მიეღოთ მისი სრული გამოსახულება.

ასტრონომები აღნიშნავენ, რომ ის ისეა გადახლართული, რომ უსასრულობის სიმბოლოს გვაგონებს, თუმცა, სინამდვილეში, ეს რგოლია.

იაპონიაში რადიოტელესკოპ „ნობიამადან“ დაკვირვებამ სწავლულებს დამატებითი ცნობები მისცა: ის, როგორც მთელი, გალაქტიკის მიმართ მუდმივი სიჩქარით მოძრაობს.