მონანიება

მონანიება

მე-20 საუკუნეში დაბადებულ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ნანახი და ახსოვდეს, თ. აბულაძისა და ნ. ჯანელიძის ეპოქალური

ფილმი - მონანიება. ვისაც ნანახი არა აქვს, ყველას გულითადად ვურჩევ. ამ დრამატული და მრავალწახნაგოვანი ფილმიდან, ერთი უმთავრესი მონაკვეთი მინდა, რომ გამოვყო. ეს არის თორნიკეს თვითმკვლელობა და აბელის გულისშემძვრელი გოდება. ეს მომენტი, ბიბლიურ სიბრძნეს უკავშირდება ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო.

90-იან წლებში, ქართველებმა დავამხეთ (მართულმა უმცირესობამ) დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლება. როგორც პრეზიდენტი გამსახურდია გვაფრთხილებდანუ დადგებით იმპერიებისა და მათი გარიგებების მხარეს, არ იქნა შესმენილი, გაანალიზებული და გაზიარებული. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი, დაიღუპა უამრავი ადამიანი. თბილისის ქუჩებში, კანონიერი ხელისუფლების დაბრუნების მოთხოვნით გამოსული ხალხი დაიხვრიტა უმოწყალოდ.

შემდგომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები.

ათასობით დაღუპული, ათიათასობით გაუბედურებული დევნილი. საბოლოოდ კი მივიღეთ დანაწევრებული, სისხლმდინარე საქართველო...

ეს მოვლენები დღემდე არ არის შეფასებული, დღემდე არ დარქმევია თავისი სახელი. დღემდე არ გამოკვეთილა მიზეზი. ჩემი აზრით, ამის მიზეზია ის, რომ თითოეულმა ადამიანმა,

რომელმაც მიზანში ამოიღო საკუთარი თანამოძმე და სასხლეტს თითი გამოჰკრა, ცამდე მართალი ეგონა საკუთარი თავი...

არსებობს მეორე ვარიანტიც - ადამიანი იაზრებს ჩადენილს, მაგრამ ვერ ამარცხებს საკუთარ სიამაყეს. მესამე ვარიანტზეც შეიძლება მსჯელობა - პასუხისმგებლობის შიში კანონის და ხალხის წინაშე, საკუთარი შთამომავლების წინაშე. და ეს ყოველივე, საშინელი დაავადების ცალკეული მეტასტაზები შეიძლება იყოს. ეს არის ამპარტავნება!

დღევანდელი მდგომარეობა, ძალიან ჰგავს 90-იან წლებს.

ისევ დაპირისპირება, ისევ ხელისუფლების გადაგდების მცდელობები. თამაში ახალგაზრდების გულწრფელობაზე...

ისევ ლოზუნგები, ნარატივები და ვიზუალიზაცია. ადრე ასეთი შესაძლებლობები არ იყო, მაგრამ მაშინაც ისმოდა: ჩაუშესკუ, ფაშიზაცია და ყვარყვარე“; დასავლეთთან კავშირის დაკარგვის შიში; დაობლებული შვლის ნუკრივით, რუსეთის პირისპირ აღმოჩენის შიში. დღეს განსხვავებული ტიპის ლოზუნგები და სლოგანები გვესმის: ოლიგარქი, რუსული მთავრობა, პუტინის ლეკვები და სხვა, მაგრამ ერთი და იგივე სულისკვეთების.

ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ დიდი ცვლილებების დროს უწევთ ცხოვრება. ვერ ამჩნევენ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყნის გარეთ. მიმდინარეობს ჰიბრიდული ტიპის მესამე მსოფლიო ომი, რომელიც (თუ რომის პაპს ფრანცისკეს დავუჯერებთ) 2014 წლიდან დაიწყო. ომის შედეგად გამოწვეული ცვლილებების დროს, გარკვეული სახელმწიფოები კარგავენ სუბიექტობას, გარკვეულნი კი მოიპოვებენ. ზოგიერთნიც ქრებიან და ასევე ჩნდებიან კიდეც. საქართველო ნანატრ სუბიექტობას ავლენს, რაც ჩემი თაობისათვის, უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა! რას ნიშნავს სუბიექტობა? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია შენი წესების კარნახი, ან მინიმუმ, სხვისი თამაშის წესები არ მოიხვიო თავს. ამ უკანასკნელს ავლენს საქართველოს სახელმწიფო

და ეს ძალიან არ მოსწონს დიდ მოთამაშეებს! კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ, მაგალითად, საქართველოს აღსადგენი აქვს ტერიტორიული მთლიანობა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქართული ოცნების პირობებში, მშვიდობიანი ხერხებით ხორციელდება. ეს ეთნო-კონფლიქტების პრაქტიკაში, ძალიან დიდი იშვიათობაა. არსებობს უფრო გავრცელებული პრაქტიკა, სამხედრო საშუალებების მეშვეობით. ეს არის Jus Belli - ომის წარმოების უფლება. თუ სახელმწიფო სუბიექტი არ არის, იგი ამ უფლებას ვერ ახორციელებს, რადგანაც ზემდგომი ამის უფლებას არ იძლევა, თუკი მის პოლიტიკას ეს არ აწყობს, ან პირიქით - ამ უფლების გამოყენებისაკენ გიბიძგებს. ამ უკანასკნელზე მიუთითებს ქართული ოცნება, რომ მათ ამისაკენ უბიძგებენ. გავიხსენოთ უკრაინელი პოლიტიკოსების, გონჩარენკოსა და დანილოვის მოწოდება: გაისეირნეთ სოხუმსა და ცხინვალში მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები რატომ უნდა იბომბებოდნენ… ცხადია, რომ რუსეთის დამარცხება, ეს ჰეგემონი სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ამოცანაა, ხოლო საქართველო, რომელიც სტრატეგიულ პასივში იმყოფებოდა, მისი აქტივაცია გადაწყვიტა. მერე რა, რომ საქართველოსათვის საბედისწერო აღმოჩნდება, მთავარია ლიბერალური დემოკრატია გაიმარჯვებს. ქართველები კი, ლიბერალური დემოკრატიის საკურთხეველზე, იდეოლოგიის მიზნებისათვის შეწირული ბატკანი იქნება!

ამას ვერ იაზრებს იმ ახალგაზრდების მშობლების თაობა, რომელნიც შვილებთან ერთად აქციებზე დგანან და იმ ჯიბეებს უფრთხილდებიან, რომელშიც ევროპის სახლის გასაღები დევს, რომელსაც რუსი ოლიგარქი მოპარვას უპირებს. ისინი ვერ ან არ იაზრებენ იმას, რომ ერთხელ უდიდესი ზიანი მიაყენეს ქართულ სახელმწიფოს და ახლა საკუთარ შვილებთან ერთად, უფრო დიდი უბედურება შეიძლება მოუტანონ ქართულ სახელმწიფოს. არიან ისეთებიც, ვინაც კარგად იცის საკუთარი შეცდომა-დანაშაულის შესახებ, სახლში ზის, ხოლო გარეთ მდგარ შვილს არ უყვება წარსულის ამბავს. ვინ უფრო დიდი დამნაშავეა ამ შემთხვევაში, ამის განსჯა კითხველისთვის მიმინდვია. მაგრამ ერთი რამ კი, ცხადად მაქვს გააზრებული, ამ ხალხის გარკვეულმა ნაწილმა, თავად გამოიარ აფხაზეთის და ცხინვალის ომები, სისხლი დაღვარ, მეგობრები დაკარგ, მაგრამ მაინც არ უტყდებ საკუთარ თავს, რომ მათი ახალგაზრდული ემოციების წილი, ლამის, დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოსთვის.

თუ გონზე არ მოვლენ და შვილებს არ მოუყვებიან საკუთარ ნამოქმედარზე, საკუთარ გამოცდილებაზე, შესაძლებელია უკვე მათ შვილებს მოუწიოთ სანგრებში ჯდომა, ნაცვლად რუსთაველზე წეროები მიფრინავენ თამაშისა.

გააზრება-გაანალიზების და მონანიების გარეშე, ჯანსაღ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდებით და ჩვენ შეიძლება დიდი ხნით დავკარგოთ ქართული სახელმწიფო. ამას მომავალი თაობები, ნამდვილად არ გვაპატიებენ!

ჭეშმარიტება ერთია!

ტყუილი მრავალსახოვანი.

 

 

ლაზი ძალიან საინტერესო პარალელები და დასკვნებია.
თავისი ცენზიდან გამომდინარე, ავტორი დიდად უფროსი არც უნდა იყოს იმ თაობაზე, დაუძინებელმა რეფორმატორმა ბიძიებმა და დეიდებმა, ქუჩაში რომ გამოიყვანეს თავიანთი მსუყე, უცხოური გრანტების დასავად. ბევრი მათგანის მშობელი შეიძლება 90-იანების და 2003 წლის გადატრიალების შემოქმედი და რევოლუციის ტალღაზე ნადიდკაცებიც იყოს, მაგრამ მათი უმრავლესობა რიგითი ოჯახების შვილებია, რომლებსაც პირველებს უკრავენ თავს, იმ ომში, ღმერთმა ნუ ქნას და გონჩარენკოს, არახამიას და დანილოვის აქაური მოკავშირეები რომ გააჩაღებენ, თუ ამის საშუალება მიეცემათ.
ომში ავანტიურისტები ფულს შოულობენ, პატრიოტები კი ...
რეფორმატორ ბიძიებს და დეიდებს თავიანთი შვილები უკვე საგულდაგულოდ ჰყავთ მოგუგულებული, თავის უცხოელ პატრონებთან. ერთი ორი პოლიტიკოსი ბიძიას შვილი, კაცმა არ იცის ვისგან ნაცემი, საჩვენებლად რომ დარბის ქუჩაში, უჩინრად აფრინდება თბილისის აეროპორტიდან ან სომხეთში მოკურცხლავს (წითელი ხიდი, სწორედ მაგ ენჯეოშნიკების გამო, დაკეტილია).
ჯერ ჯერობით კი, ფსევდოლიბერალურ, ფაშისტურ ნარატივზე ისეთი პლატფორმის შექმნას ცდილობენ, საიდანაც ის, ვინც ახალ მეტროპოლიას, თავისი მერკანტელური მიზნებით, ცალ ფეხზე და ვაზელინწასმული ეტენება, სხვას ეძახის მონას და მოღალატეს.
6 თვის უკან