მალავის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელიც რადარებიდან გუშინ გაქრა, კატასტროფა განიცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც საულოს ჩილიმა და კიდევ 9 ადამიანი ქვეყნის შიგნით გადაადგილდება ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
მომხდარის შესახებ მედიას ქვეყნის პრეზიდენტმა ლაზარუს ჩაკვერამ აცნობა. მან აღნიშნა, რომ მაშველებმა თვითმფრინავი „სრულიად განადგურებული აღმოაჩინეს“.
51 წლის ჩილიმა ყოფილი მინისტრის, რალფ კასამბრას გასვენებაში მიემგზავრებოდა, რომელიც 4 დღის წინ დაიღუპა. სამთავრობო დელეგაციაში თვითმფრინავის ბორტზე ასევე ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი შანილ ძიმბირი იმყოფებოდა.