მშობლიურ მალტაში ხმათა უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ევროპარლამენტში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეცოლას ნაციონალისტური პარტია ევროპარლამენტში არსებული ექვსი ადგილიდან სამს მიიღებს.
მისი პარტია არის „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ნაწილი, რომელიც პარლამენტის მემარჯვენე ცენტრის პოლიტიკური ჯგუფია.
მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, იტალიელი პოლიტიკოსი დევიდ სასოლი მოულოდნელად გარდაიცვალა.