ბენი განცმა ისრაელის სამხედრო კაბინეტი დატოვა

ბენი განცმა ისრაელის სამხედრო კაბინეტი დატოვა

ისრაელის სამხედრო კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ განცმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გადაწვყეტილება „მძიმე გულით“ მიიღო.

„სამწუხაროდ, ბატონი ნეთანიაჰუ გვაშორებს ჭეშმარიტ გამარჯვებას, რომლითაც ამართლებს ამ მტკივნეულ მიმდინარე კრიზისს“, - განაცხადა განცმა.

მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდა. პასუხი კი სოციალურ ქსელში მიიღო.

„ბენი, ახლა კამპანიიდან გასვლის დრო არ არის, ახლა ძალების გაერთიანების დროა“, - დაწერა ნეთანიაჰუმ X-ზე.

ბენი განცი ნეთანიაჰუს პოლიტიკური მოწინააღმდეგე და ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი ხელმძღვანელია. მისი პარტია „ეროვნული ერთობა“ 2023 წლის 11 ოქტომბრამდე ოპოზიციაში იყო, მაგრამ „ჰამასთან“ ომის დაწყების შემდეგ განცი ნეთანიაჰუსთან საგანგებო მთავრობის შექმნას დათანხმდა.