ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, პოლიტიკური პარტიების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, პოლიტიკური პარტიების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, პოლიტიკური პარტიების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, თავდასხმის სამიზნე გახდა ცენტრისტული მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ასევე, ხერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პარტია და პოპულისტური ულტრამემარჯვენე პარტია „ფორუმი დემოკრატიისთვის“.

კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა პრორუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ „ჰაკ ნეტმა“ აიღო. მანამდე, ამავე დაჯგუფებამ კიბერშეტევა განახორციელა შვედეთსა და ესპანეთში.