უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შორს უნდა დაიჭიროს თავი ომისგან, რომელშიც, მისი თქმით, უკრაინელები ევროკავშირისა და მთელი მსოფლიოს ჩათრევას შეეცდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის გავრცელების შესაჩერებლად.
„უკრაინელები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტი ქვეყნის რუსების წინააღმდეგ ომში ჩათრევას შეძლებენ, მით უფრო მეტია გამარჯვების შანსი, ამიტომ ისინი ომში ჩაითრევენ ევროკავშირს ან თუნდაც მთელ მსოფლიოს. უკრაინის ეროვნული [ინტერესების] თვალსაზრისით, ომის ესკალაცია ლოგიკურია“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, უნგრელებმა ორს უნდა დაიჭიროს თავი ომისგან, რადგან ომში ჩაბმა ეწინააღმდეგება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს.