სამხედრო სახის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით, რუსეთში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს

სამხედრო სახის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით, რუსეთში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს

სამხედრო სახის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით, რუსეთში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს. ლორან ვინატიე ჟენევაში დაფუძნებულ შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრში“ მუშაობდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც არ აპირებდა უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრში შესატანი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების შესრულებას და რამდენიმე წელი მიზანმიმართულად აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის მიმართულებით.