თურქეთის პრეზიდენტი მოუწოდებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ისრაელს იარაღს აწვდიან, შეწყვიტონ ისრაელის დანაშაულებში მონაწილეობა.
ერდოღანი ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, გააკეთონ ყველაფერი, რომ ღაზაში ცეცხლი შეწყდეს.
„ქვეყნებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის საბრძოლო მასალითა და იარაღით მხარდაჭერას ხოცვა-ჟლეტისთვის, თავი უნდა შეიკავონ ამ დანაშაულებში მონაწილეობისგან. საერთაშორისო თანამეგობრობამ საკმარისი არ გააკეთა ღაზის სექტორში ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად. მოგიწოდებთ ყველა კეთილსინდისიერ და პასუხისმგებელ მხარეს, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ღაზაში ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყდეს“, - განაცხადა ერდოღანმა.