„მობილური ტელეფონები აქტიური ბაქტერიების 18-ჯერ უფრო სქელი ფენით არის დაფარული, ვიდრე მამაკაცთა საზოგადოებრივ ტუალეტებში ჩასარეცხის სახელურები“, – ასეთი დასკვნა გამოიტანა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ბრიტანულმა ჯგუფმა – Which-მა.
ანალიზის შედეგად, მობილური ტელეფონის კლავიატურის ზედაპირზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ბაქტერიათა მეტად მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა, მათ შორის – ნაწლავურიც.
ექსპერტების აზრით, მილიონობით ბრიტანელი სწორედ ასეთი დაბინძურებული ტელეფონით სარგებლობს. საკმარისია, ერთის კუთვნილი მობილური სხვამ გამოიყენოს, რომ ის დაავადების გავრცელების წყარო ხდება. საბედნიეროდ, რადგან ინდივიდუალური მობილური ტელეფონი თითქმის ყველას აქვს, საშიში ბაქტერიების გადატანა ნაკლებად ხდება.
„ბაქტერიოლოგიური დაბინძურების ასეთი მაღალი დონე ჰიგიენის ცუდ მდგომარეობაზე მეტყველებს და უფრო საშიში მიკროორგანიზმების გამრავლების კარგ ნიადაგს წარმოადგენს. ამის თავიდან ასაცილებლად კი ტელეფონების სტერილიზაციაა საჭირო“, – განაცხადა ჰიგიენის ექსპერტმა ჯიმ ფრანსისმა.
Which კი გვირჩევს, რომ ხშირად გავწმინდოთ ჩვენი მობილური სპირტიანი ხელსახოცით.