ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვამთ იმას, რასაც ახლა წაიკითხავთ, თუმცა სიმართლის მარცვლები მასში ნამდვილად არის, მაგრამ, რა დოზით ეს უკვე თავად გადაწყვიტეთ. ისიც მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გაითვალისწინებთ თუ არა მათ.
ინგლისელი მამაკაცების გამოკითხვამ იდეალური ცოლის პორტრეტი ასე წარმოადგინა:
იდეალურმა ცოლმა იცის, რას ნიშნავს, როცა თავი მტკივა, უგუნებოდ ან დაღლილი ვარ.
იდეალური ცოლი არასოდეს იტყვის, რომ ლუდი უსაქმურების სასმელია. პირიქით, თვითონაც სიამოვნებით მიირთმევს და არც მასში გადახდილი ფულის გამო ასტეხს აყალმაყალს.
იდეალური ცოლი ძალიან იშვიათად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ეკითხება ქმარს: „სად ხარ?“; „როდის მოხვალ?“; „მანდ რა ხმა ისმის”.
იდეალურ ცოლს ბავშვივით უხარია, როცა იგებს, რომ თქვენთან მეგობრები ფეხბურთის საყურებლად მოვლენ.
იდეალურმა ცოლმა იცის, როგორ მოამზადოს ხორცი ისე, რომ მისი გემო დიდხანს გახსოვდეთ.
იდეალური ცოლი ჩუმად გარეცხავს პომადით დასვრილ პერანგს.
იდეალური ცოლი ყოველთვის პირველი რეკავს ქმრის დედასთან და კითხულობს მისი ჯანმრთელობის ამბავს.
იდეალური ცოლი უფრთხილდება ფულს და არ ხარჯავს მას სალონებში, სხვადასხვა პარფიუმერიაზე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მომხიბვლელია, მოვლილი და მიმზიდველი.
იდეალურმა ცოლმა ზუსტად იცის, რამდენია ტელეფონით დაქალთან საუბრის ლიმიტი და მას ბოროტად არასოდეს იყენებს.
იდეალურ ცოლს არ სჭირდება ბევრი ფიქრი იმისთვის, რომ მოიგოს ქმრის გული. ის ამას მთელი სხეულით გრძნობს.