შსს-ს აკადემიას საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს აკადემიას საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს აკადემიისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიას თეთრიწყაროს რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ისინი პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და დაესწრნენ პრეზენტაციას – „სწავლება აკადემიაში“. აღნიშნული სახის ღონისძიება მოზარდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით დანაშაულის პრევენციას ემსახურება.

ბავშვებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტირი მოინახულეს.

შსს-ს აკადემიასა და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ექსკურსიები პერიოდულად ეწყობა.