არგენტინის მთავრობა კიდევ 50 ათასი საჯარო მოხელის შემცირებას გეგმავს

არგენტინის მთავრობა კიდევ 50 ათასი საჯარო მოხელის შემცირებას გეგმავს

არგენტინის მთავრობა კიდევ 50 ათასი საჯარო მოხელის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა.

„სახელმწიფოს მთელი სტრუქტურა ორჯერ შემცირდა. ამას თავისი ფასი ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ვათავისუფლებდით სამსახურიდან. საერთო ჯამში შემცირებაში მოჰყვება 75 000 ადამიანი, მათგან 25 000 უკვე შემცირებულია“, - აღნიშნა მილეიმ.

მისივე თქმით, რეფორმებმა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს და საშუალო კლასს დაარტყა.

„ვიცოდით, რომ ჩვენი პროგრამა სოციალურ დაძაბულობას და ეკონომიკური აქტივობის ვარდნას გამოიწვევს“, - აღნიშნა მილეიმ.