მაკრონი: ევროპა შეიძლება მოკვდეს, რადგან თუ ევროპა გულუბრყვილო იქნება, თუ ევროპა ყველაფერს არ გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას და ინვესტიცია ჩადოს თავისი ზრდის ახალ მოდელში, ის წაიშლება

მაკრონი: ევროპა შეიძლება მოკვდეს, რადგან თუ ევროპა გულუბრყვილო იქნება, თუ ევროპა ყველაფერს არ გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას და ინვესტიცია ჩადოს თავისი ზრდის ახალ მოდელში, ის წაიშლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების შესაძლო გამარჯვებასა და მის შედეგებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

„არსებობს განცდა, რომ ეს [არჩევნები] არ არის მნიშვნელოვანი, როდესაც აქტივობის მაჩვენებლებს ვხედავ. თუმცა, არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი ევროპული არჩევნები, როგორც ახლა, რადგან ევროპაში ომი მიმდინარეობს, დღის წესრიგშია ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

„ევროპა შეიძლება მოკვდეს, რადგან თუ ევროპა გულუბრყვილო იქნება, თუ ევროპა ყველაფერს არ გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას და ინვესტიცია ჩადოს თავისი ზრდის ახალ მოდელში, ის წაიშლება. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხალხი ეგუება უკიდურესობას და ამბობს: „ეს არც ისე ცუდია“, მაგრამ თუ უკიდურესობა გაიმარჯვებს, ეს იგივე ევროპა არ იქნება და ხალხი ამას ვერ აცნობიერებს“, - დასძინა მან.