სლოვენია მორიგი ევროპული სახელმწიფო გახდა, რომელმაც პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ AP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტმა დაუჭირა მხარი. კერძოდ, პალესტინის აღიარებას ხმა 90-დან 52-მა დეპუტატმა მისცა, დანარჩენები კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
„ძვირფასო პალესტინელებო, სლოვენიის დღევანდელი გადაწყვეტილება იმედისა და მშვიდობის გზავნილია. გვჯერა, რომ მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპს შეუძლია უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. სლოვენია გააგრძელებს ორივე ერის - პალესტინელებისა და ისრაელელების უსაფრთხოებისთვის მუშაობას“, - დაწერა სოციალურ ქსელში სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა.
რამდენიმე დღის წინ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ისლანდია, ნორვეგიამ და ესპანეთმა აღიარეს. ჯამში კი იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც პალესტინას სახელმწიფოდ მიიჩნევენ უკვე 140-ს აჭარბებს. ეს გაეროს წევრების ორ მესამედზე მეტია.