ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი ერთადერთი სახელმწიფოა ევროკავშირში, რომლის მოქალაქეებიც უკრაინის ომში იღუპებიან

ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი ერთადერთი სახელმწიფოა ევროკავშირში, რომლის მოქალაქეებიც უკრაინის ომში იღუპებიან

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ერთადერთი სახელმწიფოა ევროკავშირში, რომლის მოქალაქეებიც უკრაინის ომში იღუპებიან.

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინაში ცხოვრობს უნგრული ეთნიკური უმცირესობა, რომლებსაც უნგრეთის მოქალაქეობაც აქვთ და ისინი ომში უკრაინის არმიის რიგებში არიან. ამის გამო ორბანი უკრაინაში ომის დასრულებას მიესალმება და არ სურს ვითარების ესკალაცია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის მიერ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები კი, ნატოს ომში ჩართვის რისკებს ზრდის.