მექსიკაში, მიჩოაკანის შტატში ქალაქ კოტიხას მერი იოლანდა სანჩეს ფიგეროა მოკლეს. გამოცემა Financiero-ს ცნობით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შტატის პროკურატურამ დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, იოლანდა სანჩეს ფიგეროას სულ მცირე 20-ჯერ ესროლეს.
Financiero-ს ინფორმაციით, მერს არაერთხელ ემუქრებოდა კარტელი „ხალისკოს ახალი თაობა“, რომელიც მიჩოაკანის შტატის დასავლეთ ნაწილში მოქმედებს. 2023 წლის სექტემბერში ის გვადალახარის შტატში გაიტაცეს, თუმცა სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.