შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთ კორეა ზაფხულში ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა სინგაპურში, შანგრილას დიალოგის ფორმატის სამიტის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა პირობა დადეს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობას გაააქტიურებენ.