კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. სან ჰოაკინის ოლქში გაჩენილმა ცეცხლმა ათასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა.
ხანძარმა დასახლებულ რაიონში შეაღწია, რის შედეგადაც, ერთი სახლი დაიწვა. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში 400-მდე მეხანძრე და ავიაციაა ჩართული. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.