აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი ძირს უთხრის ნდობას ამერიკის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და ბრალდებებს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
„კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ ჩვენი სასამართლო სისტემა არ უნდა გახდეს ინსტრუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებენ. მილიონობით ამერიკელისთვის ეს პროცესი სხვა არაფერი იყო, თუ არა პოლიტიკური დევნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მანჰეტენის საოლქო პროკურორი, რომელიც კენჭს იყრიდა ყოფილი პრეზიდენტისთბის ბრალი წაყენების დაპირებით და ეს განაჩენი ძირს უთხრის ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.
დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.