აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს განაჩენი.
დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.
„ახლა მას მიეცემა შესაძლებლობა, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც ყველას აქვს ეს შესაძლებლობა. ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„უგუნური, საშიში და უპასუხისმგებლოა ვინმემ თქვას, რომ ეს პროცესი გაყალბებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ განაჩენი. კანონზე მაღლა არავინ დგას“, - დასძინა მან.