დასავლეთმა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო და მას უფლებას აძლევს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს - სადამდე მიდის პროცესი?!

დასავლეთმა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო და მას უფლებას აძლევს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს - სადამდე მიდის პროცესი?!

უცხოური გამოცემა Politico გერმანიის მთავრობის პოზიციასთან გაცნობილ პირზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს. როგორც Politico-ს წყარომ ანონიმურობის პირობის დაცვით გამოცემას განუცხადა, გერმანიის მთავრობა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის, თუმცა ზუსტი დეტალები არ დაუსახელებია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მანამდე აღნიშნულის შესახებ მზაობა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოხატა - როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა 29 მაისს გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლება აქვს.

ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებეშტრეიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „უკრაინის თავდაცვითი მოქმედებები მხოლოდ მისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება და შესაძლოა, აგრესორის ტერიტორიაზე გაფართოვდეს“ და ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბერლინსა და კიევს შორის არსებული შეთანხმებები კონფიდენციალურია.

აღნიშნულის შესახებ კომენტირებისას, სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში თქვა, რომ უკრაინას შესაძლებლობა ეძლევა კონტრეშევეტა განახორციელოს რუსეთის წინააღმდეგ. მისივე შეფასებით, რთულია დღეს პროგნოზის გაკეთება, კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ის.

„რუსები მზაკვრულ გეგმებს იყენებენ, ისინი საკუთარი ტერიტორიიდან ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ხარკოვში სუპერმარკეტი დაბომბეს და 60 ადამინი ცოცხლად დამარხეს. უკრაინას აქვს იმის საშუალება, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ასეთ თავხედურ ქმედებებს.

ჰიბრიდული ომი ისედაც მიმდინარეობს დასავლეთსა და რუსეთს შორის. რუსები უკვე მიეჩვივნენ საკუთარი ტერიტორიის დაბომბვას. ომი გადავიდა ახალ ფაზაში, რომელიც ასეთი ტიპის ქმედებების განხორციელებას მოიცავს. როდის დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი, გაურკვეველია - ალბათ, კიდევ ორი წელი გაგრძელდება.

რუსეთს ომის გაგრძელება უნდა, მაგრამ მის საწარმოებლად შესაბამისი რესურსები აკლია. მდგომარეობა უკვე ჩიხურ მდგომარეობაში გადადის. თუ რომელიმე მხარემ არ მოახდინა სტრატეგიული ძალების კონცენტრაცია, ეს ომი ისევ გაგრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში რაიმე სერიოზული მიღწევა არ აქვს და რეალურად, საომრად რესურსიც ეწურება - მას მხოლოდ კარგი თავდაცვა შეუძლია და არა თავდასხმა. მისი თქმით, თუკი უკრაინის კონტრშეტევა კიდევ ერთხელ ჩაფლავდება, დასავლეთმა უკრაინას შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდოს.

„რუსეთი ვერ აღწევს იმ წარმატებას, რაც უნდოდა. ის იმ ტალახს ზელს, რომელსაც ომის დაწყებამდე ზელდა - ძალიან ნელა მიდის წინ. ვნახეთ, რომ რუსეთი არ არის ისეთი ყოვლისშემძლე, როგორიც ეგონათ და ეშინოდათ. ამასთან, ძალიან ძვირი დაუჯდება, თუკი ბირთვული მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, ეს მასაც არ აწყობს.

თუ ევროპა და ამერიკა უკრაინას უფლებას მისცემენ გამოიყენოს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, ეს კარგად გათვლილი პოლიტიკის შედეგი იქნება - მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება დღეს შეიძლება. უკრაინის არმია უკვე საკმარისად არის გაწვრთნილი, რომ დასავლური იარაღი გამოიყენონ. საფრანგეთმა ისიც კი არ გამორიცხა, რომ შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები შეიყვანოს. შემთხვევით არ ხდება ამ ტიპის განცხადებების გაკეთება.

რუსეთის ყველა მუქარა ჰაერშია. იკვეთება კონტურები, რომ უკრაინას შეიძლება მიეცეს საშუალება კიდევ ერთი კონტრშეტევა განახორციელოს შემოდგომისთვის იმ იარაღით, რასაც დასავლეთი მისცემს. ომი პოზიციური ბრძოლებში გადავიდა - არც ერთ მხარეს არ შეუძლია ეფექტური შეტევა განახორციელოს, მაგრამ ორივე მხარეს შეუძლია შეტევა მოიგერიოს. ასე შეიძლება წლები გაგრძელდეს.

თუ უკრაინამ წელს ვერ განახორციელა ეფექტური კონტრშეტევა, ალბათ, დასავლეთი უკრაინას მოუწოდებს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, თუმცა არა რუსეთის პირობებით. რუსეთი კი მიიწევს ხარკოვისკენ, მაგრამ ეს მისთვის იქნება ჯოჯოხეთი - პატარა ქალაქები ვერ აუღია თვეების განმავლობაში და ხარკოვში რუსეთისთვის კატასტროფა იქნება - ხარკოვი რუსეთის არმიას შეიწოვს.

ასე რომ, მგონია, რომ რუსეთს მოლაპარაკებები აწყობს. შეიძლება მოხდეს ქართული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, არავინ აღიარებს აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ და მოლაპარაკებები უშედეგოდ მიდის ჟენევაში. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება და რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა გაგრძელდება. შედეგებს რუსები უკვე გრძნობენ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

trampi აუნთო და რ5ა ციტებსაც დაიწერენ სულ იმათი იყოს რუსები პუტინის თამადობით სუ კბ ილებს აკრაჭუნებენ ისე უნდათ რომ დასცხონ ამ ანგლო საქ
1 თვის უკან
trampi აუნთო და რ5ა ციტებსაც დაიწერენ სულ იმათი იყოს რუსები პუტინის თამადობით სუ კბ ილებს აკრაჭუნებენ ისე უნდათ რომ დასცხონ ამ ანგლო საქ
1 თვის უკან
trampi აუნთო და.................. რა ჩიტებსაც დაიჭერენ სულ მაგ ევროპისა იყოს
რუსები პუტინის თამადობით სუ კბილებს აკრაჭუნებენ, ისე უნდათ ამ ევროებს რო დასცხონ
ხოოდა თუ ეგენი რუსებს პრიჩინას მართლა მისცემენ მერე ნახავენ ეგ ანგლოსაქსები სანახავს
რუსი დასაბმელია ისე უნდათ რო ამ ევროებს დასცხონ......
1 თვის უკან
trampi აუნთო და.................. რა ჩიტებსაც დაიჭერენ სულ მაგ ევროპისა იყოს
რუსები პუტინის თამადობით სუ კბილებს აკრაჭუნებენ, ისე უნდათ ამ ევროებს რო დასცხონ
ხოოდა თუ ეგენი რუსებს პრიჩინას მართლა მისცემენ მერე ნახავენ ეგ ანგლოსაქსები სანახავს
რუსი დასაბმელია ისე უნდათ რო ამ ევროებს დასცხონ......
1 თვის უკან