აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე პროცესს სირცხვილი და გაყალბებული სასამართლო პროცესი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მანამდე დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.
„არაფერი დაგვიშავებია. მე უდანაშაულო ადამიანი ვარ. რეალურ ვერდიქტს ხალხი 5 ნოემბერს არჩევნების დღეს გამოიტანს“, - განაცხადა ტრამპმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცა. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი კონსტიტუციისთვის. ეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გააკეთა პოლიტიკური ოპონენტისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.