უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვიცნობ როგორც ღირსების კაცს. როგორც პრეზიდენტი, ის ამერიკას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა, დაიმსახურა პატივისცემა მთელ მსოფლიოში და იყენებდა ამ პატივისცემას მშვიდობის დასამყარებლად. დაე ხალხმა განაჩენი ნოემბერში გამოიტანოს! განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო!“ - წერს ორბანი X-ზე.
დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.