რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება, - ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა საკვების მიღება დაიწყო.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.