მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს.

გერეროს შტატის ქალაქ კოიუკა-დე-ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ერთ-ერთ საკალათბურთო მოედანზე მოკლეს, სადაც ის მხარდამჭერებს ხვდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსს სულ მცირე 15-ჯერ ესროლეს.

სულ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გერეროს შტატში მერობის 5 კანდიდატი და ფედერალური პარლამენტის დეპუტატობის ერთი კანდიდატი მოკლეს.

ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი წარმოადგენდა მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს „ძალით და გულით მექსიკისთვის“. მისი მკვლელობის შემდეგ ბარიენტოსის თანაპარტიელებმა მომხდარში მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული „ეროვნული აღორძინების მოძრაობა“ დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მმართველი პარტია ქვეყანაში ძალადობას ვერ აჩერებს.

მექსიკაში არჩევნები 2 ივნისს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის დეპუტატებს, 8 შტატის გუბერნატორებს, დედაქალაქის მერს და კიდევ რამდებიმე დასახლებული პუნქტის ხელმძღვანელებს.