მოლდოვაში დაიხურება ხუთი ოპოზიციური ტელეარხი, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარმოადგინეს

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ოპოზიციური ტელეარხი, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარმოადგინეს

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ოპოზიციური ტელეარხი, რომლებსაც, მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქები ილან შორი და ვლადიმირ პლახოტნიუკი აფინანსებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭოს“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, საბჭომ ჩამოართვა მაუწყებლობის ლიცენზია სამ კომპანიას, რომლებსაც ეკუთვნით ტელეარხები Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3.

მოლდოვის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიებმა დაარღვიეს საბჭოს მოთხოვნები და წარმოადგინეს არასრულყოფილი ინფორმაცია დაფინანსების შესახებ. კერძოდ, კომპანიებმა მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის მონაცემები წარადგინეს, მაშინ როდესაც მათ ანგარიშები სხვა ბანკებშიც ჰქონდათ.

„ყველა შემთხვევაში დაფიქსირებულია ტრანზაქციები, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიები პლახოტნიუკისა და შორის დაჯგუფებას უკავშირდება“, - აღნიშნავენ მოლდოვის მთავრობაში.