რომის პაპმა ბოდიში მოიხადა ეპისკოპოსებთან შეხვედრის დროს გაჟღერებული ჰომოფობიური გამონათქვამის გამო

რომის პაპმა ბოდიში მოიხადა ეპისკოპოსებთან შეხვედრის დროს გაჟღერებული ჰომოფობიური გამონათქვამის გამო

რომის პაპმა ფრანცისკემ ბოდიში მოიხადა ეპისკოპოსებთან შეხვედრის დროს გაჟღერებული ჰომოფობიური გამონათქვამის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„რომის პაპს არ სურდა ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეკლესია ღიაა ყველასთვის“, - განაცხადა ვატიკანის პრესმდივანმა, მატეო ბრუნიმ.

მანამდე გაზეთ Corriere della Sera-მ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ 20 მაისს ეპისკოპოსებთან დახურულ შეხვედრაზე გამოსვლისას ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენა.

ინციდენტი მოხდა დისკუსიის დროს, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების სემინარიაში დაშვებას ეხებოდა. „სემინარიებში უკვე [ისედაც] ძალიან ბევრი პედერასტიაა“, - გავრცელებული ინფორმაციით განაცხადა რომის პაპმა და გამოიყენა იტალიური სიტყვა frociaggine, რომელიც შეურაცხმყოფელია.