აშშ-ში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ აშშ ტაივანს მიაწვდის უახლეს იარაღს და არა ძველს, როგორც უკრაინას აწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.
The New York Times-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში ბევრი „რესპუბლიკელი“ ეწინააღმდეგებოდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას, ტაივანის მხარდაჭერა ძირითადად ორპარტიულ ძალისხმევას წარმოადგენდა.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დებატები ომის სხვა თეატრებზე, შემიძლია გითხრათ, რომ კონგრესში ტაივანთან დაკავშირებით არ არის განხეთქილება ან უთანხმოება“, - განუცხადა მაკკოლმა ტაივანის პრეზიდენტს, ლაი ცინდეს.
„არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ უკრაინის გამო ტაივანს ვერ დავუჭერთ მხარს. რასაც უკრაინაში ვაგზავნით ძველია, ნატოს ძველი აღჭურვილობაა, ხოლო რასაც ტაივანს ვაწვდით სრულიად ახალია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თავდაცვის სამრეწველო ბაზა ახლა გადატვირთულია და ის ვერ უმკლავდება ამ რაოდენობის კონფლიქტს მსოფლიოში“, - აღნიშნა კონგრესმენმა.