ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში საჰაერო ბუშტებით ნაგავი გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში საჰაერო ბუშტებით ნაგავი გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე 150-ზე მეტი საჰაერო ბუშტი გაუშვა, რომლებზეც ნაგავი იყო მიბმული - მათ შორის პლასტმასის ბოთლები, ელემენტები, ფეხსაცმელი და ნეხვი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბუშტებმა ორი კორეის საზღვარი 28 მაისს საღამოს გადაკვეთა და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში დაეშვა. სამხედროებმა ნაგავი დეტალური ანალიზისთვის შეაგროვეს.

„ჩრდილოეთ კორეის ეს ქმედებები ცალსახად არღვევს საერთაშორისო სამართალს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხალხის უსაფრთხოებას. მკაცრად ვაფრთხილებთ ჩრდილოეთ კორეას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი არაადამიანური და ვულგარული ქმედებები“, - აღნიშნულია სამხრეთ კორეის შტატების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის განცხადებაში.

კომიტეტში სამხრეთ კორეელებს მოუწოდებენ არ შეეხონ ნაგავს და ბუშტების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ.

26 მაისს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის სასაზღვრო რეგიონებში „ნაგავსა და ჭუჭყს“ დაყრის. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ წლების განმავლობაში სამხრეთ კორეაში გაქცეული ჩრდილოეთკორეელების ქმედებები გახდა, რომლებიც ფხენიანის საწინააღმდეგო ფურცლებს საჰაერო ბუშტების მეშვეობით ავრცელებენ.