საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის სასწავლო ცენტრებში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად.
„უკრაინის ტერიტორიაზე სწავლება ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც პრეზიდენტის მიერ 26 თებერვალს მოწვეული უკრაინის მხარდაჭერის კონფერენციის შემდეგ განიხილება. ეს არის მიმართულება, რომლის შესწავლა გრძელდება უკრაინელებთან ერთად, კერძოდ, მათი სპეციფიკური საჭიროებების გასაგებად“, - განაცხადეს საფრანგეთის თავდაცვის უწყებაში.