ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა ევროპაში. ათიათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზში, მადრიდსა და ბარსელონაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის ხალხის შეძახილებიც. „მთელ მსოფლიოს სძულს ისრაელი“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
პალესტინის მხარდამჭერი აქციები არ წყდება შეერთებულ შტატებშიც. რაფაჰზე ისრაელის იერიში ნიუ-იორკში გააპროტესტეს.