პაპუა ახალ გვინეაში მეწყერს სავარაუდოდ 2 ათასი ადამიანი ემსხვერპლა - ცნობას ქვეყნის სტიქიური უბედურებების მართვის ნაციონალური ცენტრი ავრცელებს. თავის მხრივ, გაეროში აცხადებენ, რომ სტიქიურ უბედურებას 670 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რისკის ქვეშ კიდევ 7 900-მდე ადამიანია, რადგან მეწყრის ზონა კვლავ აქტიურია.
მეწყერი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. მთის ფერდობიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, თითქმის მთელი სოფელი დაფარა. მეწყერი ღამით ჩამოწვა, როცა მოსახლეობას ეძინა. რთული რელიეფის გამო, სამაშველო სამუშაოები გართულებულია.