რატი იონათამიშვილი: კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახედ ჩამოყალიბდა, ეს აჩვენებს, როგორი კრიზისია რადიკალურ ოპოზიციაში

რატი იონათამიშვილი: კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახედ ჩამოყალიბდა, ეს აჩვენებს, როგორი კრიზისია რადიკალურ ოპოზიციაში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განაცხადებით, სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახედ ჩამოყალიბდა.

„კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახედ ჩამოყალიბდა. ეს იმას აჩვენებს, როგორი კრიზისია რადიკალურ ოპოზიციაში, რადგან მათი სახეა ის ადამიანი, რომელიც მათთვის ცოტა ხნის წინ რეზიდენტო იყო. ეს რეზიდენტები ამბობენ, რომ დავალებების შემსრულებლები არიან და ასრულებენ როლებს, მაგრამ უნიჭოდ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.