დოჰა-დუბლინის რეისზე ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

დოჰა-დუბლინის რეისზე ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ავიაკომპანია Qatar Airways-ის რეისზე, რომელიც დოჰადან დუბლინში მიემართებოდა ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი აფრენიდან მალევე, თურქეთის ავიასივრცეში მოხდა, თუმცა ფრენა გაგრძელდა და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, დუბლინში დაჯდა. დაზიანებები ექვსმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა მიიღო, რვა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

Qatar Airways-ში BBC-ს განუცხადეს, რომ დაზიანებები მსუბუქი იყო და მომხდარზე დაწყებულია შიდა გამოძიება.

ცოტა ხნის წინ, Singapore Airlines-ის რეისზე ტურბულენტობის გამო 73 წლის კაცი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.