ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა.
საარჩევნო უბნების თითქმის 90 პროცენტის ბიულეტენების დათვლის შემდეგ, მან ხმების დაახლოებით სამი მეოთხედი დააგროვა. მეორე ადგილზეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე.
გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.